ქალბატონებო და ბატონებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. თქვენ აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ რამდენიმე მოთხრობა (ციკლიდან „უცნაური პროფესიები“), გაეცნოთ აზროვნების რამდენიმე, ვიტყოდი, სტანდარტულ შეცდომას („ილუზიების სამყარო“).  ამ ყველაფრის გაკეთებას გირჩევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე გამოგელიათ, ხოლო დრო თავზე საყრელი დაგრჩათ და თანაც საყვარელი ფილმების ყურება მოგბეზრდათ. მენდეთ, ასე სჯობს, ეს ტექსტებიც სწორედ მსგავს ვითარებაშია დაწერილი, ძირითადად  დილის 6 და 8 საათს შორის, ანუ მაშინ, როდესაც სამუშაო დღე ჯერ არ დაწყებულა, ხოლო წინა დღის სმა-დაღლის კვალი უკვე წაშლილია.

გარდა ამისა, ამ ბლოგზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ფსიქოლინგვისტიკის სახელმძღვანელოს და კიდევ ორ უცნაურ წიგნს, ერთი ეხება მეხსირებისა და ჯგუფის თვითმყოფადობის ურთირთდამოკიდებულების, ხოლო მეორე მთლად წიგნიც არაა. ეს არის ლუდვიგ ვითგენშტაინის ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატის თარგმანი.

Posted in Uncategorized | 3 Comments